motos chamoyvana italiidan

იტალიიდან ჩამოგვყავს ნებისმიერი ტიპის მოტოციკლეტები გარანტიით! შემოწმებით! და ძალიან სწრაფად, 1 კვირიდან 3 კვირამდე დროში, შეღავათიან ფასებში

Read more
მთავარი მიმთითებელი ნიშნები

№ 179-208

№ 179
 
ნიშანი “მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა” – კრძალავს 3.5 დონაზე მეტი მასის მქონე სატვირთო ავტომობილების მოძრაობას, თუ ისინი არ ემსახურებიან აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს. მოცემულ შემთხვევაში სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ, თუ ემსახურება საწარმოს, რომელიც მდებარეობს ნიშნით აღნიშნულ ზონაში. (სწორი პასუხია: 3)

 № 180
 
მოცემულ სიტუაციაში, ნიშნების მოქმედება   ვრცელდება    გზაჯვარედინის პირველ გადაკვეთაზე, ამიტომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები მიმართულებით, ხოლო სატვირთო ავტომობილის მძღოლი მობრუნებას ასრულებს პირველი გადაკვეთის  შემდეგ და მას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები მიმართულებით. (სწორი პასუხია: 3)

 № 181

მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანხვედრ სატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გზა უნდა დაუთმოს სატვირთო ავტომობილის მძღოლმა.  (სწორი პასუხია: 1)

№ 182

A”ზოლის დასაწყისი” გვაძლევს ინფორმაციას აღმართზე დამატებითი ზოლის, ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის შესახებ.B”მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ მითითებულით ან მეტი სიჩქარით. C”რეკომენდირებული სიჩქარე”, სიჩქარე, რომლითაც რეკომენდირებულია მოძრაობა.D”მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” კრძალავს ნიშანზე აღნიშნულზე მეტით მოძრაობას. E”ცალმხრივმოძრაობიანი გზა” გვაჩვენებს გზას, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს   ერთი მიმართულებით.  მოცემული საგზაო ნიშნებიდან  მოძრაობას 40 კმ/სთ სიჩქარით არ კრძალავს  A,C,D და E ასოებით აღნიშნული  ნიშნები. (სწორი პასუხია: 5) 

№ 183

A და B მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. C “აკრძალულია მობრუნება”, ნებადართულია მარცხნივ მოხვევა.D”ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი” გვაჩვენებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. მოცემული საგზაო ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ იძლევა. E”ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა” გვაძლევს ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარცხნიდან, მარჯვნივ და მარცხნივ მოხვევის ნებას არ იძლევა. მოცემული საგზაო ნიშნებიდან  მარცხნივ მოხვევას არ კრძალავ ჩ ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი. (სწორი პასუხია: 3)

  № 184

A გვაჩვენებს გზას,  რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. მასზე მობრუნება და უკუმიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. B გვაძლევს ინფორმაციას, რომ წინ არის გზის ვიწრო მონაკვეთი, მასზე მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. C გვაჩვენებს ადგილს, სადაც ნებადართულია მობრუნება, ხოლო მარცხნივ მოხვევა აკრძალულია D - მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. E დაბრკოლების შემოვლა ნებადართულია მხოლოდ ისრით ნაჩვენები მხრიდან. მოცემული საგზაო ნიშნებიდან  გზაჯვარედინზე მოძრაობის აუცილებელ მიმართულებას მიუთითებს D ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი. (სწორი პასუხია: 3) 
 
 № 185

საგზაო ნიშანი “მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” მოძრაობის ნებას რთავს ნიშანზე მითითებული, ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით. (სწორი პასუხია: 2) 

№ 186 
 
 A”მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ” იძლევა მოძრაობის ნებას მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. B”მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ხოლო დამატებითი ინფორმაციის ნიშანი “მოქმედების მიმართულებები” მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, C ”ცალმხრივმოძრაობიანი გზა” გვაჩვენებს გზას, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ერთი მიმართულებით, D”ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა” გვაწვდის ინფორმაცის, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მიძრაობა მარცხნიდან მრაჯვნივ. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მობრუნებას კრძალავს A და C საგზაო ნიშნები. (სწორი პასუხია: 2)

№ 187

საგზაო ნიშანი “მოძრაობა მარჯვნივ, ან მარცხნივ” მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. ხოლო გზაჯვარედინის შემდეგ დადგმული საგზაო ნიშანი “შესვლა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით. მოცემულ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო ნიშნების მოთხოვნებს. (სწორი პასუხია: 2)

№ 188

ნიშანზე ნებადართულია მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის და სხვა სამარშრუტო სატრანსტორტო საშუალების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არ აღემატება. ნიშანი მოძრაობის უფლებას აძლევს სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება, ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ, ან მომუშავე პირს. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება და მას ეკრძალება მარჯვნივ შეხვევა, ხოლო მიკროავტობუსს და მსუბუქ ავტომობილს შეუძლიათ ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობა. (სწორი პასუხია: 3)

№ 189

საგზაო ნიშანი “მოძრაობა პირდაპირ და მარჯვნივ” მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით და მისი მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია.მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის დროს მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებისთვისაა განკუთვნილი.მოცემულ სიტუაციაში მძღოლი იმყოფება მარცხენა ზოლში, საიდანაც მობრუნების და მარჯვნივ მოხვევის უფლება არა აქვს, ხოლო მეორე გადაკვეთაზე შეუძლია იმოძრაოს A და B მიმართულებებით. (სწორი პასუხია: 2)

№ 190

საგზაო ნიშანი "მოძრაობა პირდაპირ და მარჯვნივ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დადგმული საგზაო ნიშანი "მოძრაობა პირდაპირ და მარჯვნივ" მძღოლს უფლებას აძლევს იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო მარჯვენა გზაზე შესვლის შემდეგ მობრუნება და მარჯვნივ მოხვევა არცერთი საგზაო ნიშნით შეზღუდული არ არის. მძღოლს შეუძლია იმოძრაოს ისრით ნაჩვენები ტრაექტორიით. (სწორი პასუხია: 1)

№ 191

საგზაო ნიშნები "დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან" და "დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან" შემოვლა ნებადართულია მხოლოდ ისრით ნაჩვენები მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში საგზაო სამუშაოების გამო გზაზე წარმოქნილი დაბრკოლების შემოვლა განსაზღრულია საგზაო ნიშნით "დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან". სატვირთო ავტომობილის მძღოლს არა აქვს უფლება მყისიერად გადავიდეს უკიდურეს მარცხენა ზოლში და დაბრკოლებას შემოუაროს მარცხენა მხრიდან. (სწორი პასუხია: 2)

№ 192

საგზაო ნიშანი "მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშანი მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო მობრუნების და მარცხნივ მოხვევის ნებას არ იძლევა. (სწორი პასუხია: 2)

№ 193

საგზაო ნიშანი "მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა" - ნებადართულია მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის, მოტოციკლის, სატვირთო ავტომობილებისა და სხვა სამარშრუტო სატრანსტორტო საშუალების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არ აღემატება. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება და მას ეკრძალება მოძრაობა პირდაპირი მიმართულებით. (სწორი პასუხია: 3)

№ 194

საგზაო ნიშანი "მოძრაობა პირდაპირ" მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ისარზე მითითებული მიმართულებით და მისი მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ის დგას. მოცემულ სიტუაციაშია საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების მხოლოდ პირველ გადაკვეთაზე. მეორე გადაკვეთაზე მოძრაობა შეიძლება ყველა მიმართულებით და მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს ყველა ნაჩვენები მიმართულებით. (სწორი პასუხია: 1) 

№ 195

ბუქსირების დროს სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 50კმ/სთ.მოცემულ სიტუაციაში გზაზე დაყენებულია საგზაო ნიშანი "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა", რომელიც მოძრაობის ნებას რთავს ნიშანზე მითითებილი, ან მეტი სიჩქარით, ამიტომ სატვირთო ავტომობილის მძღოლს არა აქვს უფლება განახორციელოს ბუქსირება გზის მოცემულ მონაკვეთზე და ის არღვევს საგზაო ნიშნის მითითებებს. (სწორი პასუხია: 1)

№ 196

"მოძრაობა პირდაპირ" მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ის დგას. მოცემულ სიტუაციაშია საგზაო ნიშანის "მოძრაობა პირდაპირ" მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების მხოლოდ პირველ გადაკვეთაზე და მობრუნება შეიძლება მეორე გადაკვეთაზე. (სწორი პასუხია: 3)


№ 197

საგზაო ნიშანი "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" მოძრაობის ნებას იძლევა ნიშანზე მითითებულით, ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით. დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.მოცემულ სიტუაციაშია საგზაო ნიშანზე მითითებულია 40 კმ/სთ მინიმალური სიჩქარე და რადგანაც ვიმყოფებით დასახლებულ პუნქტში მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ანუ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს არანაკლები 40 კმ/სთ და არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. (სწორი პასუხია: 3)

№ 198

მიმთითებელი ნიშნის "მოძრაობა პირდაპირ" მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისში დგას, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიაზე შესასვლელად. მოცემულ სიტუაციაში მიმთითებელი ნიშნის "მოძრაობა პირდაპირ" მოქმედება ვრცელდება მეორე გზაჯვარედინამდე და მეორე გზაჯვარედინზე მოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ ყველა ნაჩვენები მიმართულებით. (სწორი პასუხია: 3)

№ 199

საგზაო ნიშნები: "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” – ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით. "რეკომენდებული სიჩქარე” – გვიჩვენებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს უფლებას რთავს იმოძრაოს 60 კმ/სთ სიჩქარით საგზაო ნიშნები: "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” და "რეკომენდებული სიჩქარე”, ანუ მეორე და მესამე. (სწორი პასუხია: 3)  

№ 200

თუ დროებითი (გადასატანი სადგარი) და სტაციონარული საგზაო ნიშნები ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით. მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის შუაში დადგმულია დროებითი საგზაო ნიშანი "მოძრაობა პირდაპირ" და მძღოლის არა აქვს მობრუნების უფლება. (სწორი პასუხია: 2)  

№ 201

 საგზაო ნიშანი "მოძრაობა მარჯვნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით. დამატებითი ინფორმაციის დაფა "სატრანსპორტო საშუალების სახეობა” მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილებზე, აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არ აღემატება, ამიტომ მას შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს ყველა მიმართულებით. (სწორი პასუხია: 1)  

№ 202

მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნას არღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რადგან ის ვალდებულია მარჯვნივ მოხვევისას იმოძრაოს რაც შეიძლება სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. (სწორი პასუხია: 1) 

№ 203

საგზაო ნიშნები: "მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ”, "მოძრაობა პირდაპირ” და "მოძრაობა მარცხნივ”. მოძრაობის ნებას რთავენ მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით და "მოძრაობა პირდაპირ” ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. ნაჩვენები ნიშნებიდან მარჯვნივ ეზოში ან საცხოვრებელ კვარტალში შესვლის უფლებას იძლევა რიგით მეორე “მოძრაობა პირდაპირ” საგზაო ნიშანი. (სწორი პასუხია: 2) 

№ 204

საგზაო ნიშნები:“მოძრაობა მარცხნივ”, "მოძრაობა პირდაპირ ან მარვხნივ” და "მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს უკუმიმართულებით მოძრაობის ნებას რთავს ყველა საგზაო ნიშანი. (სწორი პასუხია: 1) 

№ 205

საგზაო ნიშნები: “მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ”, “მოძრაობა მარცხნივ” და “მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა, მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს უკუმიმართულებით მოძრაობის ნებას რთავს რიგით პირველი და მეორე საგზაო ნიშნები. (სწორი პასუხია: 2) 

№ 206

საგზაო ნიშანი "დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან” შემოვლის ნებას რთავს ნებისმიერი მხრიდან. მოცემულ სიტუაციაში წინააღმდეგობის გვერდის ავლა შეგიძლიათ ნებისმიერი, როგორც "ა”, ისე "ბ” ტრაექტორიით. (სწორი პასუხია: 3) 

№ 207

საგზაო ნიშნები:"მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ”, "მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ” და "მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს მარჯვნივ ან მარცხნივ მოძრაობას ავალდებულებს მესამე საგზაო ნიშანი. (სწორი პასუხია: 3) 

№ 208

საგზაო ნიშანი "მოძრაობა პირდაპირ" მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე ისრით მითითებული მიმართულებებით. ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანის ქვემოთ მოთავსებული დამატებითი ინფორმაციის დაფა "საშიში ტვირთის კლასი" ავტომატარებელს, რომელზედაც დაყენებულია საცნობი ნიშანი "საშიში ტვირთი” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ პირდაპირ. (სწორი პასუხია: 2)