motos chamoyvana italiidan

იტალიიდან ჩამოგვყავს ნებისმიერი ტიპის მოტოციკლეტები გარანტიით! შემოწმებით! და ძალიან სწრაფად, 1 კვირიდან 3 კვირამდე დროში, შეღავათიან ფასებში

Read more
მთავარი საინფორმაციო - მაჩვენებელი ნიშნები

საინფორმაციო - მაჩვენებელი ნიშნები

საიფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები ადგენენ ან აუქმებენ მოძრაობის გარკვეულ რეჟიმებს, აგრეთვე იძლევიან ინფორმაციას დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტების მდებარეობაზე.
საიფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები კვადრატული ან სწორკუთხა ფორმისაა ცისფერი ფონით და თეთრი ფერის აღნიშვნებით, გარდა ერთეული ნიშნებისა, თეთრი, მწვანე და ყვითელი ფონით და შავი აღნიშვნებით.



5.1 „ავტომაგისტრალი“
ნიშანს აქვს მწვანე ფონი, იდგმება იმ გზის დასწყისში, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები და სპეციალურად აშენებული და განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის, რომელიც არემსახურება გზისპირა მფლობელობას და რომელსაც:
- ცალკეული ადგილების გამოკლებით ან დროებითი წესით, ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გააჩნია ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით ან განსაკუთრებულ შემთხვევაში სხვა საშუალებებით გამოყოფილი ცალკე სავალი ნაწილები.
- არ გააჩნია ერთ დონეზე გადაკვეთა გზასთან, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებთან, ქვეითთა და ველოსიპედისტთა ბილიკთან.
ავტომაგისტრალზე აკრძალულია:
ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლებით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია; ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება;
გ) გაჩერება 5.15 „დგომის ადგილი“ და 6.11 „დასვენაბის ადგილი“ ნიშნებით აღნიშული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ;
დ) მობრუნება და შესვლა გამყოფი ზოლის ტექნოლოგიურ წყვეტილებში;
ე) უკუსვლით მოძრაობა;
ვ) სასწავლო სვლა.



5.2 „ავტომაგისტრალის დასასრული“
მიუთითებს საგზაო ნიშნით 5.1 „ავტომაგისტრალი“ აღნიშნული გზის დასასრულს, რომელზედაც ვრცელდებოდა ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები, აქვს მწვანე ფონი, იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში. განმეორებით, მძღოლების გაფრთხილების მიზნით შეიძლება დაიდგას ავტომაგისტრალის დამთავრებამდე დამატებითი ინფორმაციის 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ ნიშანთან ერთად, სადაც ნაჩვენები იქნება მანძილი ნიშნიდან ავტომაგისტრალის დასასრულამდე.



5.3 „ საავტომობილო გზა“
5.3 ნიშანს აქვს ციფერი ფონი, იდგმება გზის დასაწყისში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილების, ავტობუსების და მოტოციკლების მოძრაობისათვის. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშნით 5.3 „საავტომობილო გზა“ აღნიშნულ გზაზე ვრცელდება ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.



5.4„საავტომობილო გზის დასასრული“
მიუთითებს საგზაო ნიშნით 5.3 „საავტომობილო გზა“ აღნიშნული გზის დასასრულს, აქვს ცისფერი ფონი, იდგმება საავტომობილო გზის ბოლოში. განმეორებით, მძღოლების გაფრთხილების მიზნით შეიძლება დაიდგას საავტომობილო გზის დამთავრებამდე დამატებითი ინფორმაციის 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ ნიშანთან ერთად, სადაც ნაჩვენები იქნება მანძილი ნიშნიდან საავტომობილო გზის დასასრულამდე.



5.5 „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“
აღნიშნავს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზეც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდება ერთი მიმართულებით. ნიშანი კვადრატული ფორმისაა, ცისფერი ფონით, იდგმება ცალმხრივმოძრაობიანი გზის ან სავალი ნაწილის დასაწყისში.



5.6 „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული“
აღნიშნავს ცალმხრივმოძრაობიანი გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს.ნიშანი კვადრატული ფორმისაა, ცისფერი ფონით, იდგმება ცალმხრივმოძრაობიანი გზის ან სავალი ნაწილის ბოლოში. განმეორებით შეიძლება დაიდგას ცალმხრივმოძრაობიანი გზის დამთავრებამდე დამატებითი ინფორმაციის 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ ნიშანთან ერთად, სადაც ნაჩვენები იქნება მანძილი ნიშნიდან ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრულამდე.



5.7.1„ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“
მიუთითებს, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე ან სავალ ნაწილზე, რომლის მთელ სიგანეზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ. ნიშანი გრძელი სწორკუთხა ფორმისაა ცისფერი ფონით, იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ.



5.7.2„ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“
მიუთითებს, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე ან სავალ ნაწილზე, რომლის მთელ სიგანეზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ. ნიშანი გრძელი სწორკუთხა ფორმისაა ცისფერი ფონით, იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ.



5.8.1 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი“
მიუთითებს მოძრაობის ზოლების რაოდენობას და მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას ყოველ ზოლში. გზაჯვარედინის წინ დაყენებული 5.8.1„ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი“ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მის შემდეგ დაყენებული სხვა 5.8.1 ნიშანი განსხვავებულ მითითებას არ იძლევა. 5.8.1 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი“ ნიშანი, რომელიც უკიდურეს მარცხენა ზოლიდან მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა.



5.8.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი“
მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. გზაჯვარედინის წინ დაყენებული 5.8.2„ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი“ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მის შემდეგ დაყენებული სხვა 5.8.2 ნიშანი განსხვავებულ მითითებას არ იძლევა. 5.8.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი“ ნიშანი, რომელიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა.



5.8.3 „ზოლის დასაწყისი“
მიუთითებს დამატებითი ზოლის ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისს. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ 5.8.3 „ზოლის დასაწყისი“ ნიშანზე გამოსახულია ნიშანი 4.7 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს მოძრაობა ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, ვალდებულია გადადგილდეს დამატებით ზოლზე.



5.8.4 „ზოლის დასაწყისი“
მიუთითებს სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.



5.8.5 „ზოლის დასასრული“
მიუთითებს დამატებითი ან გაქანების ზოლის დასასრულს.



5.8.6 „ზოლის დასასრული“
მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონაკვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.



5.8.7 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება“
მიუთითებს სამზოლიან გზის თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. თუ 5.8.7 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება“ ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძალავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, მაშინ ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შესაბამის ზოლზე აკრძალულია. 5.8.7 ნიშანი ისრების შესაბამისი რაოდენობით შეიძლება გამოყენებული იქნას გზაზე, რომელსაც ოთხი და მეტი ზოლი აქვს.



5.8.8 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება“
მიუთითებს სამზოლიანი გზის თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. 5.8.8 ნიშანი ისრების შესაბამისი რაოდენობით შეიძლება გამოყენებული იქნას გზაზე, რომელსაც ოთხი და მეტი ზოლი აქვს.



5.9 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა ზოლი“
მიუთითებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ მოძრაობის ზოლზე, რომელზე მოძრაობაც ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მოძრაობის ზოლზე, რომლის ზემოთაც ის არის მოთავსებული. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება მარჯვენა ზოლზე.



5.10.1 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზა“
მიუთითებს გზაზე, რომელზეც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ. ნიშანი იკიდება გზის დასაწყისში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლის ზემოთ.



5.10.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა“
მიუთითებს, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ - მარჯვნიდან მარცხნივ.



5.10.3 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა“.
მიუთითებს, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე, რომელზეც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ - მარცხნიდან მარჯვნივ.



5.10.4 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზის დასასრული“
მიუთითებს, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზის დასასრულზე.



5.11.1 „მობრუნების ადგილი“
მიუთითებს მობრუნების ადგილს. ნიშანი კრძალავს მარცხნივ მოხვევას, იდგმება გზის მარჯვენა მხარეს უშუალოდ მობრუნების ადგილის წინ ან იკიდება მის ზემოთ.


 
5.11.2 „მობრუნების ზონა“
მიუთითებს მოსაბრუნებელი ზონის სიგრძეზე. ნიშანი კრძალავს მარცხნივ მოხვევას, იდგმება გზის მარჯვენა მხარეს უშუალოდ მობრუნების ზონის წინ ან იკიდება მის ზემოთ.



5.12 „ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“
მიუთითებს დადგენილი მარშრუტით მოძრავ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილზე. დასახლებულ პუნქტში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ავტობუსსა და ტროლეიბუსს, რომელებიც მოძრაობას იწყებენ მონიშნული გაჩერებიდან. ავტობუსის და ტროლეიბუსის მძღოლები კი მხოლოდ მაშინ იწყებენ მოძრაობას, როცა დარწმუნდებიან, რომ მათ გზას უთმობენ. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების გაჩერება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მონიშნული გასაჩერებელი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ადგილის მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.



5.13 „ტრამვაის გაჩერების ადგილი“
მიუთითებს ტრამვაის მონიშნულ გაჩერების ადგილზე. მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს სავალი ნაწილის შუაში, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის მონიშნულ გაჩერებაზე მდგომ ტრამვაისკენ მიმავალ ან ტრამვაის კარის მხრიდან მომავალ ქვეითებს.



5.14 „მსუბუქი ტაქსის გაჩერების ადგილი“
მიუთითებს მსუბუქი ტაქსის მონიშნულ გაჩერების ადგილზე. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ტაქსის მონიშნული გასაჩერებელი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის - ტაქსის გაჩერების ადგილის მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს მსუბუქი ტაქსის მოძრაობას.



5.15 „დგომის ადგილი“
მიუთითებს სატრანსპორტო საშუალებებისათვის სპეციალურად გამოყოფილ სადგომ ადგილს. ნიშანი 5.15 შეიძლება დაიდგას დამატებითი ინფორმაციის 7.4.1-7.4.8, 7.6.1-7.6.9, 7.7, 7.8 ან 7.9 დაფებთან ერთად.



5.16.1 „ქვეითთა გადასასვლელი“
მიუთითებს გზაზე არსებულ ორგანიზებულ ქვეითთა გადასასვლელს. თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ არის 1.14.1-1.14.3 მონიშვნა ნიშანი 5.16.2 იდგმება გზის მარცხენა მხარეს გადასასვლელის შორ საზღვართან.



5.16.2 „ქვეითთა გადასასვლელი“
მიუთითებს გზაზე არსებულ ორგანიზებულ ქვეითთა გადასასვლელს. თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ არის 1.14.1-1.14.3 მონიშვნა ნიშანი 5.16.2 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს გადასასვლელის ახლო საზღვართან.



5.17.1 „ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი“
მიუთითებს ქვეითთა მიწისქვეშა გასასვლელის მდებარეობის შესახებ. ქვეითი ვალდებულია გზის სავალი ნაწილი გადაკვეთოს მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელის საშუალებით.



5.17.2 „ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი“
მიუთითებს ქვეითთა მიწისქვეშა გასასვლელის მდებარეობის შესახებ. ქვეითი ვალდებულია გზის სავალი ნაწილი გადაკვეთოს მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელის საშუალებით.



5.17.3 „ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი“
მიუთითებს ქვეითთა მიწისზედა გასასვლელის მდებარეობის შესახებ. ქვეითი ვალდებულია გზის სავალი ნაწილი გადაკვეთოს მხოლოდ მიწისზედა გადასასვლელის საშუალებით.



5.17.4 „ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი“
მიუთითებს ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელის მდებარეობის შესახებ. ქვეითი ვალდებულია გზის სავალი ნაწილი გადაკვეთოს მხოლოდ მიწისზედა გადასასვლელის საშუალებით.



5.18 „რეკომენდებული სიჩქარე“
მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო 5.18 ნიშნის გამაფრთხილებელ ნიშანთან ერთად გამოყენებისას მოქმედების ზონა განისაზღვრება სახიფათო უბნის სიგრძით.



5.19.1 „ჩიხი“
მიუთითებს, რომ პირდაპირ გამავალ გზას არა აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის დასაწყისში. ნიშანი არ კრძალავს მოძრაობას იმ გზაზე, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.



5.19.2 „ჩიხი“
მიუთითებს, რომ მარჯვნიდან მიერთებულ გზას არა აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება სავალი ნაწილების გადაკვეთამდე. ნიშანი არ კრძალავს მოძრაობას იმ გზაზე, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.



5.19.3 „ჩიხი“
მიუთითებს, რომ მარცხნიდან მიერთებულ გზას არა აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს სავალი ნაწილების გადაკვეთამდე. ნიშანი არ კრძალავს მოძრაობას იმ გზაზე, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.



5.20.1 „მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი“
მიუთითებენ დასახლებული პუნქტებისაკენ და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულებას. 5.20.1 ნიშანი გამოიყენება აგრეთვე გზის იმ მონაკვეთის შემოვლის მისათითებლად, რომელზედაც დადგმულია ერთ- ერთი 3.11–3.15 ამკრძა¬ლავი ნიშნებიდან. 5.20.1 ნიშანზე აღიბეჭდება აგრეთვე 5.29.1 „გზის (მარშრუტის) ნომერი და მიმართულება“ ნიშნის გამოსახულება, ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები, ასევე აღიბეჭდება სხვა ისეთი ნიშნების გამოსახულებები, რომლებიც იძლევა ინფორმაციას მოძრაობის თავისებურებებზე. 5.20.1 ნიშნის ქვემო ნაწილზე მითითებულია მანძილი ნიშნის დადგმის ადგილიდან გზაჯვარედინამდე ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისამდე. დაუსახლებელ პუნქტში დადგმული 5.20.1 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.20.1 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.



5.20.2 „მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი“
მიუთითებენ დასახლებული პუნქტებისაკენ მოძრაობის მიმართულებას. 5.20.2 ნიშანზე აღიბეჭდება აგრეთვე 5.29.1 „გზის (მარშრუტის) ნომერი და მიმართულება“ ნიშნის გამოსახულება, ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. დაუსახლებელ პუნქტში დადგმული 5.20.2 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.20.2 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.



5.20.3 „მოძრაობის სქემა“
5.20.3 მიუთითებს მოძრაობის მარშრუტზე გზაჯვარედინზე ცალკეული მანევრის აკრძალვის დროს ან რთულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებაზე.



5.21.1 „მიმართულების მაჩვენებელი“
მიუთითებს დასახლებული პუნქტებისაკენ და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულებაზე. ნიშანზე შეიძლება დატანილი იყოს მანძილი მასზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები და სხვა პიქტოგრამები. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის ან გადასხვევის წინ. დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ 5.21.1 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.21.1 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.



5.21.2. „მიმართულებების მაჩვენებელი“
მიუთითებს დასახლებული პუნქტებისაკენ და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულებებს. ნიშანზე შეიძლება დატანილი იყოს მანძილი მასზე აღნიშნულ ობიექტამდე. აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები და სხვა პიქტოგრამები. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის ან გადასახვევის წინ. დაუსახლებელ პუნქტში დადგმული 5.21.2 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.21.2 ნიშანზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.ან გადასახვევების წინ.



5.22 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“
მიუთითებს დასახელებას და დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.



5.23 „დასახლებული პუნქტის დასასრული“
მიუთითებს ადგილს, საიდანაც მოცემულ გზაზე ძალას კარგავს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.



5.24 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“
მიუთითებს დასახელებას და დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოცემულ გზაზე არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.



5.25 „დასახლებული პუნქტის დასასრული“
მიუთითებს 5.24 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულზე.


5.26 „ობიექტის დასახელება“ მიუთითებს დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტის დასახელებას (მდინარე, ტბა, უღელტეხილი, ღირსშესანიშნაობა და სხვა). იდგმება უშუალოდ ობიექტის წინ ან წინასწარ 7.1.1, 7.1.3 ან 7.1.4 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის ნიშნებთან ერთად. 



5.27 „მანძილის მაჩვენებელი“
უჩვენებს მანძილს კმ-ში მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე.



5.28 „კილომეტრის ნიშანი“
უჩვენებს მანძილს კმ-ში გზის დასაწყისამდე ან გზის ბოლომდე.



5.29.1 „გზის (მარშრუტის) ნომერი და მიმართულება“
უჩვენებს გზისთვის (მარშრუტისთვის) მინიჭებულ ნომერს.



5.29.2 „გზის (მარშრუტის) ნომერი და მიმართულება“
უჩვენებს გზის (მარშრუტის) ნომერს და მიმართულებას.



5.30.3 „მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილისათვის“
მიუთითებს მოძრაობის რეკომენდებულ მარცხნივ მიმართულებას სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.



5.31 „შემოვლის სქემა“
მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მარშრუტს. ნიშანი იდგმება უშუალოდ შემოსავლელი გზის დასაწყისის წინ.



5.32.1 „შემოვლის მიმართულება“
მიუთითებს დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებაზე პირდაპირ. ნიშანი იდგმება შემოვლის დაწყების წინ და მეორდება ყველა გზაჯვარედინზე, რომელიც მდებარეობს შემოვლის მარშრუტზე.



5.32.2 „შემოვლის მიმართულება“
მიუთითებს დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებაზე მარჯვნივ. ნიშანი იდგმება შემოვლის დაწყების წინ და მეორდება ყველა გზაჯვარედინზე, რომელიც მდებარეობს შემოვლის მარშრუტზე.



5.32.3 „შემოვლის მიმართულება“
მიუთითებს დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებაზე მარცხნივ. ნიშანი იდგმება შემოვლის დაწყების წინ და მეორდება ყველა გზაჯვარედინზე, რომელიც მდებარეობს შემოვლის მარშრუტზე.



5.33 „სდექ ხაზი“
მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე შუქნიშნის ან მომწესრიგებლის ამკრძალავ სიგნალზე.



5.34.1 „სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი“
მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი.



5.34.2 „სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი“
მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის შემოვლის შემდეგ მოძრაობის მიმართულებით გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად.



5.35 „რევერსული მოძრაობა“
მიუთეთებს გზის მონაკვეთის დასაწყისზე, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება იცვლება საპირისპიროდ.



5.36 „რევერსული მოძრაობის დასასრული“
მიუთითებს 5.35 „რევერსული მოძრაობა“ ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.



5.37 „რევერსულ მოძრაობიან გზაზე გასვლა“
მიუთითებს, რომ გადამკვეთ გზაზე ან მის რამდენიმე ზოლზე ორგანიზებულია რევერსული მოძრაობა. ნიშანი იდგმება რევერსულ მოძრაობიანი გზის ყველა გასასვლელის წინ.



5.38 „საცხოვრებელი ზონა“
მიუთითებს ტერიტორიას, სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.
  


5.39 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“
5.39 მიუთითებს 5.38 „საცხოვრებელი ზონა“
ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.