motos chamoyvana italiidan

იტალიიდან ჩამოგვყავს ნებისმიერი ტიპის მოტოციკლეტები გარანტიით! შემოწმებით! და ძალიან სწრაფად, 1 კვირიდან 3 კვირამდე დროში, შეღავათიან ფასებში

Read more
მთავარი მიმთითებელი ნიშნები

მიმთითებელი ნიშნები

მიმთითებელი ნიშნები საგზაო მოძრაობის მონაწილეებს მიუთითებენ იმოძრაონ გარკვეული მიმართულებით, მინიმალური სიჩქარით, მოძრაობის ნებას რთავენ მხოლოდ გარკვეული სახის ტრანსპორტს, აგრეთვე მიუთითებენ გზაზე არსებული დაბრკოლების შემოვლის, ქვეითთა და ველოსიპედისტთა ბილიკებზე მოძრაობის მიმართულებებს.
მიმთითებელი ნიშნები (გარდა 4.9.1-4.9.3 ნიშნებისა) მრგვალი ფორმისაა და თეთრი სიმბოლოებით.



4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.



4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.



4.1.3 „მოძრაობა მარცხნივ“
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.



4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ“
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.



4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ“
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.



4.1.6 „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ“
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ, მარცხნივ და უკუმიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.



4.2.1 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“
ავალდებულებს მძღოლს დაბრკოლებას შემოუაროს მხოლოდ მარჯვნიდან.



4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“
ავალდებულებს მძღოლს დაბრკოლებას შემოუაროს მხოლოდ მარცხნიდან.



4.2.3 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან“
დაბრკოლების შემოვლა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.



4.3 „წრიული მოძრაობა“
ავალდებულებს მძღოლს გზაჯვარედინზე ან მოედანზე იმოძრაოს ისრებით ნაჩვენები მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოედანზე ან გზაჯვარედინზე, რომლის წინაც ის დგას.



4.4 „მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა“
ნაბადართულია მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის, მოტოციკლის, სატვირთო ავტომობილისა და სხვა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არ აღემატება. ნიშანი მოძრაობის უფლებას აძლევს სხვა სატრანსპოტო საშუალებებსაც, რომელებიც ემსახურებიან აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინზე.



4.5 „საველოსიპედო ბილიკი“
ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ ველოსიპედითა და მოპედით. საველოსიპედო ბილიკით სარგებლობის უფლება ეძლევა ქვეითებსაც, როცა არ არის ტროტუარი ან ქვეითთა ბილიკი. ნიშანი იდგმება საველოსიპედი ბილიკის არსებობის შემთხვევაში.



4.6 „ქვეითთა ბილიკი“
მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ქვეითებს, ხოლო დანარჩენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უკრძალავს ამ ბილიკით სარგებლობას. ნიშანს დგამენ ქვეითთა ბილიკის არსებობის შემთხვევაში ან გზის სხვა უბნებზე, სადაც შესაძლებელია ქვეითთა მოძრაობა.



4.7 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“
მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით. ნიშანი იდგმება გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ან კონკრეტული სავალი ზოლოს ზემოთ დამატებითი ინფორმაციის 7.14 „მოძრაობის ზოლი“ დაფასთან ერთად.



4.8 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული“
აღნიშნავს 4.7 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.



4.9.1 „საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულება“
საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მარცხნივ.



4.9.2 „საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულება“
საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ პირდაპირ.



4.9.3 „საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულება“
საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მარჯვნივ.